ანა გოდაბრელიძე

ასოცირებული პროფესორი; მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ანა გოდაბრელიძე

ასოცირებული პროფესორი; მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

a.godabrelidze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1998 წელს დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით. 2005-2006 წლებში იყო საფრანგეთის საელჩოს სტიპენდიანტი, სწავლობდა ბორდოს მონტესკიეს უნივერსიტეტში და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი შემდეგი მიმართულებით - სამართალი, ეკონომიკა და მართვა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. 2001-2003 წლებში მუშაობდა ბურგუნდიასა და ბორდოში ღვინის სხვადასხვა კომპანიებში. 2004-2005 წლებში იკავებდა ღვინის კომპანია ტარო ვაინ - ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას. 2007-2012 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სხვადასხვა პროექტების კონსულტანტი. 2007 წლიდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიას. 2009 წელს შექმნა საკუთარი ღვინის სკოლა "ვინემო". 2021-2022 წლებში იგი იყო თანაავტორი გადაცემის „ყველაფერი ღვინოზე ანნა გოდაბრელიძესთან ერთად“. 2009-2016 წლებში იყო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში (OIV) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ხოლო 2016-2022 წლებში იკავებდა ამავე ორგანიზაციის მაღალალკოჰოლური სასმელების კომისიის (BOISPI) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ის არის თანაავტორი რამდენიმე წიგნის: მევენახეობის სახელმძღვანელო (UNDP -ის პროექტი) და „საუკეთესო ქართული ღვინოები 2010“, რომელმაც 2010 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ევროპული წიგნი ღვინოზე (Best European Wine Book in the World – Fourth) GOURMAND world cookbook awards 2010 Paris, საუკეთესო ქართული ღვინოები 2011. 2013 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციას. 2023 წელს გახდა ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

განათლება

2006 - ბორდოს მონტესკიეს უნივერსიტეტში მასტერ 2 ზე - მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სამართალი, ეკონომიკა და მართვა (საფრანგეთის საელჩოს სტიპენდიანტი),  მაგისტრის დიპლომი
1998 - სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი

სასწავლო კურსები

დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა (B)
დეგუსტაციის თეორია და პრაქტიკა (C)
მეღვინეობის რეგიონები და დეგუსტაცია (B)
მიკროვინიფიკაცია და ღვინის ფესტივალის სიმულაცია (B)